რუსთავის პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა 50 წლამდე მამაკაცები VII მიკრორაიონში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
მამაკაცები ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით მამაკაცებს ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდათ.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.