ალტა რუსთავში რიგით მეთორმეტე ახალ მაღაზიას ხსნის! ®
ალტას ახალი რიგით მეთორმეტე ფილიალი 8 თებერვალს ქალაქ რუსთავში შარტავას გამზირზე ოფიციალურად დღის 12:00 საათზე გაიხსნება.
მხოლოდ 8 თებერვალს, ალტაში მოსულ მომხმარებლებს საჩუქრები ელოდებათ.
არ გამოტოვოთ გახსნის ცერემონიალი, სადაც გელოდებათ სასიამოვნო მუსიკა და ფურშეტი - სხვადასხვა ტკბილეულით და უგემრიელესი გლინტვეინით.
მაღაზიის გახსნასთან ერთად ალტაში სიყვარულის სეზონთან დაკავშირებით ახალი კამპანია: „იმიტომ რომ მიყვარხარ!“ იწყება. კამპანია 8 თებერვალიდან 10 მარტამდე გაგრძელდება. კამპანია „იმიტომ რომ მიყვარხარ“-ს ფარგლებში მომხმარებელს უამრავი აქცია, საჩუქრები და ფასდაკლებები ელოდებათ.
ალტა ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ლიდერი მაღაზიათა ქსელია საქართველოში, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, ინოვაციურ, მათი მოთხოვნების შესაბამის ტექნიკასა და კვალიფიციურ მომსახურებას.
ალტა საქართველოს ხუთ ქალაქში უკვე 12 მაღაზიითაა წარმოდგენილი, ასევე ინტერნეტ მაღაზიით, სადაც შესაძლებელია თქვენთვის სასურველი პროდუქცია შეიძინოთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველ ადგილას - alta.ge