იაღლუჯთან სატვირთო გადატრიალდა [video]

2020-02-07 18:04:41

რუსთავი-წითელი  ხიდის მაგისტრალზე, იალღუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, მძღოლს აზერბაიჯანის მიმართულებით სარეცხი საშუალებები გადაჰქონდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.