ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, შარტავას გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთმანეთს "სუბარუ"-სა და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.