7 თებერვალს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-02-06 18:55:33

კომპანია ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 თებერვალს 13:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში დავით გარეჯის, მშვიდობის, სააკაძის, გაგარინის, ქაშაკაშვილის და მშენებელთა ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.