წიგნის საჯაროდ კითხვის დღე რუსთავში

2020-02-05 20:35:17

რუსთავში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ღონისძიება რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

კოსტავას გამზირზე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველი მსახიობები შეიკრიბნენ და იქ შეკრებილ საზოგადოებას სხვადასხვა ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაუკითხეს.

ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუაც ესწრებოდა.

წიგნების ხმამაღლა წაკითხვა  შესაძლებლობა  იქ შეკრებილ საზოგადოებასაც ჰქონდათ, რომლებიც წიგნის მაღაზიის 50 წლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდნენ.

„წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა  რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს. ამ დღეს ყოველი წლის 5 თებერვალს აღნიშნავენ.