ვინ გააკეთებს შემოსასვლელში წარწერა "რუსთავს"

2010-02-04 18:47:50

ქალაქ რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების ეტაპი.

ტენდერში სამუშაოების შესრულებისთვის ყველაზე დაბალი ფასი შპს "სამებამ" დააფიქსირა, რომლის ოდენობაც 854 439 ლარია.
ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ დარწმუნებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის შემოსასვლელში წარწერა "რუსთავს" შპს სამება შეასრულებს.
ინფო რუსთავი დაუკავშირდა შპს სამება დამფუძნებელსა და დირექტორს გიორგი ბაჟუნაიშვილს.

"რუსთავს როგორიც შეეფერება ისეთი პროექტია, მე ვფიქრობ, რომ ტურისტებს მოიზიდავს. უფრო ხარისხზე არის ორიენტაცია გაკეთებული. პროექტის მიხედვით ყველა მასალა მაღალი ხარისხის უნდა იყოს", - განაცხადა შპს სამებას დირექტორმა გიორგი ბაჟუნაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის შემოსასვლელში წარწერა "რუსთავის" კონსტრუქცია დაიდგმება. ძირითადი კონსტრუქციის ფერი იქნება ნაცრისფერი, ასოების ფერზე კი სავარაუდოდ თეთრი. წარწერა ქალაქის შემოსასვლელში დამონტაჟდება, ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.