შანსი რუსთაველებს

2020-02-03 14:19:22

პროფესიული გამოცდილების შეძენისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, შესაძლებლობა გეძლევათ, გაიაროთ სასწავლო პრაქტიკა საქმისწარმოებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სერვისცენტრებში.

პრაქტიკის გასავლელად დაიშვებიან საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

პრაქტიკის გავლის მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას. განაცხადს უნდა ერთვოდეს შემდეგი საბუთები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის  შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

პრაქტიკის მიზანია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

პრაქტიკის ვადა განისაზღვრება 1-დან-6 თვემდე.

პრაქტიკის პერიოდი არ ანაზღაურდება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე

პირველი ეტაპი-კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა:

მეორე ეტაპი-გასაუბრებისას მოწმდება კანდიდატის თეორიული ცოდნა საჯარო სამსახურისა და თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლების შესახებ და პრაქტიკის გავლის მოტივაცია.

განცხადებების მიღების ვადა 2020 წლის 10 თებერვლიდან 2020 წლის 10 მარტის ჩათვლით.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს