რუსთავში პოლიციამ მძღოლი დააკავა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პოლიციამ მამაკაცი იმ დროს დააკავა როდესაც მას ნარკოტიკული საშუალება მიღებული ჰქონდა. დათვალიერებისა და ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები ასევე აღმოჩენილ იქნა მის ავტომობილშიც. დაკავება თოდრიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სააგენტოს ინფორმაციით 45 წლამდე მამაკაცი კომპანია "ვაკე ტაქსის" მძღოლია.
კომპანიაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "აღნიშული პირი დაკავების დღეს არ მუშაობდა. გარდა ამისა მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, კომპანიას ჰყავს ექიმი, რომელიც ყოველ დილით ამოწმებს მძღოლებს. ამ ფაქტის შემდეგ კომპანია მძღოლებთან ურთიერთობის წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს".
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს".