თურქეთში, საქართველოს მოქალაქე, 53 წლის ქალი მოკლეს.
როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, ქალი სამსახურიდან სახლში, 2 თანამშრომელთან ერთად მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხნენ და ცეცხსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, დაშავებულები, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა საქართველოს მოქალაქის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
თურქეთის პოლიციამ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.