რამდენი დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტიდან გამწვანებაზე და არის თუ არა შედეგი (ფოტოები).

2016-11-07 13:01:52

შემოდგომის სეზონური რგვების ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროსგან რუსთავის თვითმართველობას 2000-ზე მეტი ხინს ნერგი გადაეცა.  ქალაქის მერის დავით ჯიქიას განცხადებით ხეების დარგვა, გამწვანების მასშტაბური აქციის ფარგლებში მოხდება. ქალაქში კიპარისი, კაკალი, შავი ფიჭვი, პავლონია და კედარი დაირგვება. საშემოდგომო რგვების ფარგლებში სულ, წლის ბოლომდე 8000 ნერგის დარგვა იგეგმება. „უზრუნველყოფის“ სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში ქალაქის გასამწვანებლად 40 000 მცენარე დაირგო, როგორც ხეები და ბუჩქბი, ასევე ყვევილები. მწვანე საფარის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი დაიხარჯა.