ქურდობის ფაქტი რუსთავში [video]

2020-01-30 10:22:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული ვ.ბ. და 1962 წელს დაბადებული გ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რუსთავში, ერთ-ერთი ენერგოკომპანიის კუთვნილი ქვესადგურის ტერიტორიაზე არსებული ტრანსფორმატორიდან სპილენძის, ალუმინისა და რკინის დეტალები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი იმ დროს დააკავეს, როცა მათ ნაქურდალი ნივთები ქვესადგურის ტერიტორიიდან გაჰქონდათ.

პოლიციამ მოპარული დეტალები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.