რუსთავში, კოსტვას გამზირზე, მერიიდან ალიევის სკვერამდე, საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, თითო შენობის ფასადი, ძირითადად ორ ფერში შეიღება და გაფორმდა დეკორატიული ელემენტებით.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მოხდა ნალესის ჩამოფხეკვა და თავიდან შელესვა, ხის კარ-ფანჯრების გარე და შიდა მხრიდან შეღებვა, დაზიანებული აივნების აღდგენა. ასევე განხორციელდა, კიბეების დემონტაჟი და ხელახლა მონტაჟი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 441 779 ლარს შეადგენს.