"სავალდებულოა, ტაქსი იყოს აღრიცხული"

2020-02-02 17:37:47

"სავალდებულოა, რუსთავში ტაქსი იყოს აღრიცხული და საგადასახადო გადასახადებსაც იხდიდეს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელძღვანელმა გურამ კვარაცხელიამ განუცხადა.

მისი თქმით, M1 კატეგორიის ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ახალი რეგულაციის მიხედვით, მძღლებს დაეკისრებათ ვალდებულება სანებართვო სააღრიცხვო ბარათი აიღონ და წლიური გადასახადი გადაიხადონ.

"ტრანსპორტის დროებითი სამუშაო ჯგუფის პირველივე შეხვედრაზე, გავაჟღერე, რომ ტაქსების აღრიცხვა არის აუცილებელი. ტაქსის მძღოლს, ეს კი არ დააზიანებს, პირიქით გააკეთილშობილებს მის მუშაობას. მგზავრმა ხომ უნდა იცოდეს ვინ ემსახურება, ვინ იღებს ვალდებულებას, მის გადაყვანაზე. შესაბამისად, სანებართვო სააღრიცხვო ბარათი არ უნდა უნდა ღირდეს ძვირი, ეს უნდა იყოს სიმბოლური თანხა, წლიური გადასახადი და რეგისტრირებული უნდა იყოს თითოეული ტაქსი, რადგან მძღოლმა იცოდეს რითია ვალდებული მგზავრთან", - განაცხადა გურამ კვარაცხელიამ.