ხანძარი რუსთავში

2020-01-23 16:32:56

ხანძარი იყო რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტაში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.