რუსთავის ქუჩები, სადაც გზის საფარი განახლდება

2020-01-23 15:03:20

რუსთავში რამდენიმე მისამართზე გზის საფარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე განახლდება ბინების შიდა ეზოები, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები.

მისამართები სადაც აღნიშნული სამუშაოების განხორციელება იგეგმება:

ფიროსმანის 19-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

დუმბაძის გასასვლელის გზის საფარის რეაბილიტაცია. ამავე ქუჩის 34 ნომრიდან 44-მდე შიდა ეზოების მოწესრიგება.

წმინდა ნონოსა და მშენებელთა ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.

ოდიშარიას 33-სა და მშნებელთა 42-ის შიდა ეზოების მოწესრიგება, ასევე განახლდება მაიკოვსკის 6ბ კორპუსის ეზო.

კეთილმოეწყობა სანიაღვრე სისტემა გომელაურისა და ფიროსმანის დამაკავშირებელ ქუჩაზე და მე-6 საბავშვო ბაღთან.

გზის საფარი განახლდება რჩეულიშვილის ქუჩაზე და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტროტუარებს, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. განახლდება სააკაძის ქუჩის გზის საფარი და ჩერკასკის ქუჩის ტროტუარები.

გზებისა, ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოცემული სამუშაოების შესასრულებლად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების დადების შემდეგ 60-დან 150-მდე კალენდარულ მიეცემა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 2 860 909 ლარია გამოყოფილი.