მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-01-22 22:56:45

23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 იანვარი +5°C, 24 იანვარი +8°C, 25 იანვარი +9°C, 26 იანვარი +8°C.