CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში

2020-01-20 17:34:01

CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში.

მშენებელთა ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 22 წლის ახალგაზრდა ქალმა მიიღო.

პაციენტი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის, თეა გელაშვილის თქმით, გოგონას ჯანმრთელობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ ბინაში არასწორედ დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.