რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟთან დაკავშირებით აუქციონი მეოთხედ ცხადდება.
როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი, აუქცონში გამარჯვებულ პირს ავარულ შენობა-ნაგებობასთან ერთად მის მიმდებარედ არსებული 6 000 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი გადაეცემა, რომელიც ჯამში 27 000 ლარად არის შეფასებული.
ავარიულ შენობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას მოსახლეობა უკვე წლებია ითხოვს.