დღეს რუსთავის დაბადების დღეა [photo]

2020-01-19 11:52:33

დღეს რუსთავის დაბადების დღეა.

დაბა რუსთავი 1948 წლიდან ქალაქის სტატუსს ატარებს.

"ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმისა. საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავის ქალაქ რუსთავად გარდაქმნის შესახებ. გამოეყოს საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის დაბა რუსთავი და გარდაიქმნას რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად.

ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის თავმჯდომარე: გ. სტურუა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრესიდიუმის მდივანი: ვ. ეგნატაშვილი.

1948 წ. 19 იანვარი. ქ. თბილისი."

"ინფო რუსთავი" ყველა რუსთაველს ულოცავს რუსთავის დაბადების დღეს.

ნახეთ ძველი რუსთავის ფოტოები ამ ლინკზე, ხოლო თანამედროვე რუსთავის, დრონით გადაღებული ფოტოები იხილეთ ქვემოთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.