უმეტესობა ტურისტული ვიზით ჩასული ახალგაზრდები არიან

2020-01-16 17:13:53

ესპანეთის სასამართლომ "რუსულ-ქართული" კრიმინალური დაჯგუფების 27 წევრი გაასამართლა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სასამართლოს ვებგვერდი iustel.com ავრცელებს.

გამოძიოებით დადგინდა, რომ რომ ისინი ბარსელონასა და გვადალახარაში 2012 წლიდან 2015 წლამდე ბინებს ქურდავდნენ. დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულების უმეტესობა ქვეყანაში ტურისტული ვიზით ჩასული ახალგაზრდები არიან.