საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთ-ერთი კანდიდატი რუსთაველი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იქნებ. ამის შესახებ ინფორმაცია ინფო რუსთავს თავად უფლებადამცველმა დაუდასტურა.
მისი კანდიდატურის წარმდგენი " ხალხის პარტიაა". არჩევის შემთხვევაში კობაიძე საკადრო ცვლილებებს განხორციელებას გეგმავს.
"პროკურატურას ჩავაყენებ ხალხის სამსახურში"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ ინფო რუსთავთან.
ცნობისთვის, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა ირაკლი შოთაძემაც წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურორს თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს.