ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტა"-სა და "მერსედესი"-ს მარკის, პიკაპის და მინივენის ტიპის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.