უახლოეს პერიოდში, ლეონიძის სკვერში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, კალათბურთის მოედანი, სკეიტ პარკი, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ახალგაზრდული სივრცეები და საჩოგბურთო მოედანი. დამონტაჟდება გარე განათების ახალი სისტემაც. ლეონიძის სკვერი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. ასევე იქნება საპირფარეშოები.
ლეონიძის ქუჩაზე არსებული სკვერის მოწყობისთვის 2 287 140 ლარის დახარჯვა იგეგმება, თანხას ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური განვითარების ფონდი გამოყოფს.
ნახეთ ლეონიძის სკვერის კონცეპტუალური ვიდეო.