რუსთავში ამ დროისთვის სულ 94 კამერა ფუნქციონირებს, აქედან ნომრის ამომცნობი კამერების რაოდენობა არის 11, ხოლო ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების რაოდენობა 83.
საქართველოს მასშტაბით განთავსებული ვიდეო კამერების შესახებ 2019 წლის იანვარი–ივნისის მდგომარეობით სულ 489 ნომრის ამომცნობი კამერაა, ხოლო ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების რაოდენობა 1113 - წყარო: შსს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით რუსთავში ნომრის ამომცნობი კამერები განთავსებულია სანაპიროს, ქუთაისისა და მეგობრობის ქუჩებზე, ასევე ზვიად გამსახურდიას სახელობის ხიდზე (ცენტრალური ხიდი) და რუსთავის შემოსასვლელში, ჩქაროსნულ მაგისტრალზე.