რუსთავის ცენტრალურ პარკში ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც ძაღლებისთვის არის განკუთვნილი. იმ შემთხვევაში თუ ძაღლს არ ეკეთება ალიკაპი და პატრონის მიერ არ იქნება ცხოველების პარკში შეყვანის შესაბამისი წესები დაცული, ძაღლები მათთვის შექმნილ ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.„უზრუნველყოფის“ სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განცხადებით, სივრცე ძაღლებისთვის მაქსიმალურად კომფორტულად არის მოწყობილი. სიტუაციას ადგილზე პარკის დაცვის სამსახური გააკონტროლებს. ოთხფეხა ცხოველებისთვის განკუთვნილი სივრცე, ყოფილი ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.