სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში დეკემბრის თვეში, საწარმოო პროცესი 10-მდე სასურსათო მაღაზიას და კვების ობიექტს შეუჩერა.
როგორც "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში განუცხადეს, ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქისრდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.
"ინფო რუსთავი" ასევე დაინტერესდა აკონტროლებს თუ არა სეს-ი ქუჩაში წინასაახალწლოდ ხორცის გაყიდვისას მის ვარგისიანობას, რაზეც გვიპასუხეს რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.