რუსთავში, ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ დამიანებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
"მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ტაბაღუას და მის თანმხლებებს, ძალიან გაგვიხარდა და ბედნიერები ვართ, რომ ასე უცაბედად და ლამაზად მოგვილოცეს ახალი წელი" - აცხადებს ანა ჭიპაშვილი.
" დღეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა, იმიტომ რომ მესტუმრა ქალაქის მერი და ქალბატონი ნინო, მიუხედავად იმისა რომ მათ არ აქვთ დრო, მოვიდნენ და მოგვილოცეს ახალი წელი, ძალიან დიდი მადლობა მათ და ყვლა აქ მყოფს" - განაცხადა მადონა ტუღუშმა, რომელიც რუსთავის ბიბლიოთეკარია უკვე 50 წელია.
"მადლიერება გამოვხატეთ და ყურადღება გამოვიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი საქმისადმი პროფესიონალიზმით, ღვაწლმოსილებით და პასუხისმგებლობით გამოირჩევა, მივულოცეთ ახალი წელი და გადავეცით პატარა საჩუქრები"- ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.
ყოველი წლის ტრადიცია წელსაც გაგრძელდა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ქავთარაძესთან, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად 12 ღვაწლმოსილ ადამიანს სახლში ესტუმრნენ და ახლი წელი მიულოცეს.