რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საახალწლო განათებების დამონტაჟება დაიწყეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, განათებების დამონტაჟება მთლიანი პარკის მასშტაბით 4 დღის წინ დაიწყო და სავარაუდოდ 2 დღეში დასრულდება.
არსებული ინფორმაციით, საახალწლო სოფელი პარკის შუა ნაწილში განთავსდება.
რაც შეეხება ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს, რომელიც რუსთავის მერიის წინ არის განთავსებული, 25 დეკემბერს განათდება.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში, საახალწლო სამზადისი დაახლოებით 3 კვირაა მიმდინარეობს. საახალწლო განათებების დამონტაჟება რუსთავსერვის ცენტრმა თოდრიას ქუჩიდან დაიწყო. სამსახურის თანამშრომლებმა საახალწლო აქსესუარებით ქალაქის ძირითადი ნაწილი უკვე მორთეს.