რიგები რუსთავში მომსახურების სააგენტოსთან.
ავტომობილების მძღოლები საათობით დგანან რიგში, ნაწილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ გამთენიისას, 5-6 საათზე მოვიდნენ რიგის დასაკავებლად.
რიგები მომსახურების სააგენტოსთან ბოლო 2 თვეა ფიქსირდება.
"ინფო რუსთავთან" მძღოლები აცხადებენ რომ რიგები, უცხოელების მხრიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი) ავტომობილების შესყიდვების გაზრდამ და მომსახურების სერვისის დაბალმა ტემპმა გამოიწვია. მომსახურების სააგენტოში კი აცხადებენ რომ სერვისის მიწოდების მხრივ შეფერხაბა არ არის.