"დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად" [photo]

2019-12-21 11:38:22

"დედები შვილების სიცოცხლის გადასარჩენად" - ამ ლოზუნგით რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გაიმართა. აქცია პოლიციის შენობასთან 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო მოეწყო.

"დედებს შვილები არ უნდა უკვდებოდეთ, ყველა დედას აქვს ბედნიერების უფლება. მე ჩემი შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის დასაცავად მოვედი აქ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნონა მოდებაძე.

აქცაზე ბავშვებს ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: "მე უნდა ვიცოცხლო".

აქციის მონაწილეებმა შეკრების დასასრულს გარდაცვლილი ბავშვებისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჰაერში შავი ბუშტები გაუშვეს, თეთრი კი პოლიციის შენობასთან ახლოს დაამაგრეს. როგორც ნონა მოდებაძემ აღნიშნა, თეთრი ბუშტი იმის სიმბოლოა, რომ ყველა პატარას აქვს სიცოცხლის უფლება.