გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
11 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვარკეთილში - 1.4-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.2-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.9-ჯერ, ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ, 12 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" და ვარკეთილში - 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.8-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.2-ჯერ, ქ.ბათუმში - 2.6-ჯერ, ქ.ქუთაისში ისევ უმნიშვნელოდ, 13 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 1.5-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.4-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" – 1.7-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.3-ჯერ, 14 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ქ.ბათუმში - 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.1-ჯერ, ვარკეთილში - 1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.5-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" – 2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.7-ჯერ, 15 დეკემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.9-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარში - 2.1-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" – 3.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.4-ჯერ, 16 დეკემბერს ყაზბეგის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.4-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" – 2.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.9-ჯერ, ხოლო ვარკეთილში - უმნიშვნელოდ.