სპეცოპერაცია რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე.
პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ბინაში რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რის შემდეგაც 1 პირი დააკავეს. საცხოვრებელ ბინაში 35 წლამდე მამაკაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე ფაქტზე გამოძიება სსკ 260-ე მუხლით მიმდინარეობს".