რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში მდებარე ავტოსახელოსნოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. [video/ვიდეო]
ახალგაზდა მამაკაცებმა დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია მიიღეს. პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი ავტოსახელოსნოში სამღებრო სამუშაოების ადგილზე გაჩნდა. შემთხვევის შედეგად დაიწვა "BMW"-ს მარკის ავტომობილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი ასევე საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.