გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა [video]

2019-12-19 17:59:21

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ავარიის დროს დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც 1 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.

10-ზე მეტ დაშვაბებულს შორის, 2 ადამიანის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა ხოლო 12 პაციენტი ამ დროისთვის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.