1 გარდაცვლილი და 14 დაშავებული - ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე, კონკრეტულად კი აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულელებში გადაჰყავთ.
როგორც "ინფო რუსთავს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
ფოტო არ ასახავს რეალობას.