რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი "ინტერტრანსზე" პარლამენტში საუბრობს.
პაატა მხეიძე - "ის კომპანია რომელიც რუსთავს ემსახურება უკვე 4 წელია "ინტერტრანსი" ნაწილობრივათაც ვერ უზრუნველყოფს იმ სახელშეკრულებო პირობებს რაც გაფორმებული აქვს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. ერთადერთი იმედი სწორედ ამ ახალი ავტობუსების შესყიდვაა".
მაჟორიტარი დეპუტატი იმედს გამოთქვამს რომ სამინისტრო დაპირებულ 40 ავტობუსს რუსთავს დროულად გადასცემს და ავტობუსების რაოდენობა შემცირებული არ იქნება.