ორ კვირაში მსოფლიო შობა-ახალწელს აღნიშნავ და ყველა ქვეყანაში ამ დღეებს სხვადასხვა ტრადიციებით ხვდებიან. შობისა და ახალი წლის დღეს ნაძვისხის ქვეშ საჩუქრებს კი მხოლოდ ბავშვები არ ელიან. ეს ერთ-ერთი საშობაო ტრადიციაა, მოდი ვნახოთ ყველაზე უცნაური ტრადიციები მსოფლიოს გარშემო.
ბოროტი სანტა: ავსტრია
შობის ღამეს ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებიან, რომელიც ბუხრიდან ჩამოძვრება და ნაძვისხესთან საჩუქრებს დატოვებს. მაგრამ ავსტრიაში მთელი თვის განმავლობაში ქუჩაში ეშმაკის მასკებით ბოროტი ქმნილებები სახელად ,,Krampus-ის'' დადიან.მასკებში გადაცმული ავსტრიელები ქუჩაში ხალხს აშინებენ. გადმოცემის თანახმად, კრამპუსი იმ ბავშვებს ეძებს, რომლებიც ძალიან ცუდად იქცევიან.
ობობას ქსელები ნაძვისხეზე: უკრაინა
ხალხური თქმულების მიხედვთ, უკრაინაში ცხოვრობდა ღარიბი ქვრივი ქალი, რომელსაც საშუალება არ ჰქონდა შვილებისთვის ნაძვისხე მოერთო. თქმულები თანახმად, ქვრივის სახლში მცხოვრებმა ობობამ თავის თავზე აიღო საახალწლო ნაძვისხის მორთვა. მეორე დილას, როდესაც ბავშებმა გაიღვიძეს, საჩუქრად ძალიან ლამაზად მორთული ხე დახვდათ. უკრაინელები ობობას ქსელებს ნაძვის ხის მოსართავად დღემდე იყენებენ და მას სხვადასხვა ფორმას აძლევენ. ასევე, ობობას ქსელი უკრაინელებისთვის იღბალის მომტანია.
პიკულები ნაძვისხეზე: გერმანია
გერმანელებს აქვთ ასეთი ტრადიცია, რომ პიკულები ნაძვისხის ტოტებში დამალონ. ტრადიცია მე-16 საუკუნიდან იღებს სათავეს. ბავშვი, რომელიც ხის ტოტებში დამალულ პიკულს იპოვის, საჩუქარს მიიღებს. ამბობენ, რომ ეს ტრადიცია გერმანული არააა და სათავეს ესპანეთიდან იღებს. ლეგენდის თანახმად, ესპანეთში ორი ბიჭი პიკულის კასრებში იყვნენ დატყვევებულები. ბიჭები წმინდა ნიკოლოზმა გაანთავისუფლა და მათ სიცოცხლე აჩუქა.
ბუხართან დადებული ფეხსაცმელი: ჰოლანდია
ხუთ დეკემბერს ჰოლანდიელი ბავშვები ბუხართან ფეხსაცმელებს დებენ, რათა ღამე თოვლის ბაბუა მოვიდეს და ის საჩუქრებითა და ტკბილეულებით გაავსოს. ტრადიციის მიხედვით, ბავშვები ფეხსაცმელში სტაფილოებს დებენ, რომლებიც, თოვლის ბაბუის დამხმარე თეთრი ცხენისთვის, სახელად ამერიგოსთვისაა. ძველად, ბავშვები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ საჩუქრის ნაცვლად კარტოფილებს ღებულობდნენ.
ჯადოქარი ბელფანა: იტალია
იტალიაში თოვლის ბაბუის მაგივრად საშობაო საჩუქრები ჯადოქარ ბელფანას მოაქვს. ხალხური თქმულების თანახმად, ქალი სახელად ბელფანა იტალიის ყველა ოჯახს სტუმრობს და ბავშვებისთვის, რომლებიც კარგად იქცეოდნენ, წინდებში საჩუქრებსა და ტკბილეულობას ტოვებს. ბელფანა თოვლის ბაბუის მსგავსად სახლებში ბუხრის საკვამურიდან ჩადის.