რუსთავის ისტორიულ ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ხელმძღვანელის ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ციხიხის ზღუდეების მიწის მასისგან გათავისუფლება ხდება. ზღუდეებს შესაბამისი ტექნიკით, ზედაპირიდან და გვერდებიდან, წლების განმავლობაში დაგროვილი მიწის მასა ეცლება. სამუშაოები 2 კვირის ვადაში დასრულდება, რის შემდეგაც უკვე დამუშავებულ მონაკვეთზე არქეოლოგიური გათხრები დაიწყება.