რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში პრემიერისთვის მზადება მიმდინარეობს.
სპექტაკლი „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“ ჰენრიკ იბსენის ნაწარმოების მიხედვით „ბრძოლა ტახტისთვის“ მიხედვით იდგმება.სპექტაკლი ქვეყნის მმართველობის, გზებზე, სურვილებზე და შესაძლებლობებზე მოგვითხრობს. თეატრის ხელმძღვანელის ზვიად დოლიძის თქმით, ნაწარმოების შინაარსი დღევნდელ რელობაზეა მორგებული და საქართველოს ამ დროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახავს. სპექტაკლზე რეჟისორი გოგი ქავთარაძე მუშაობს. დადგმაში რუსთავის დასის მსახიობებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მსახიობები, ზურა ინგოროყვა და ანა მატუაშვილი.
სპექტაკლის პრემიერა 26 ოქტომბერს გაიმართება. პარალელურ რეჟიმში რუსთავის თეატრი, საბავშვო სპექტაკლზე მუშაობს. სპექტაკლის ჩვენება პატარებისთვის, ნოემბრის თვის დასაწყისში იგიგმება.