რუსთავში, კოსტავას გამზირზე, მშენებლობის დროს სიმაღლიდან 2 მამაკაცი ჩამოვარდა. [ვიდეო/video]
თვითმხილველების თქმით, მამაკაცები კორპუსების სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, რა დროსაც 2 სართულიდამ გადმოვარდნენ და დაშავდნენ.
24 და 28 წლის მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განუცხადა - " სასწრაფო დამხარების ეკიპაჟმა ორი მამაკაცი შემოიყვანა ტრამვის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ერთის მდგომარეობა უფრო სერიოზულია მეორესთან შედარებით, ამჟამად არის აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი, მინდინარეობს გამოკვლევები შინაგანი ორგანოების დაზიანებების გამორიცხვის მიზნით. მეორე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულია და რჩება დაკვივების ქვეშ".
ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 170-ე მუხლით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.