რუსთავში, XVII მიკრო-რაიონში, XIII კორპუსის ეზოში, წყლის მილი გასკდა.
წყლის მილის დაზიანების შედეგად დაიტბორა ეზო და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.
პრობლემის შესახებ, "ინფო რუსთავს" ადგილობრივები დაუკავშირდნენ.
კორპუსის თავმჯდომარე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, მიმართა ყველა შესაბამის სამსახურს, მაგრამ რეაგირება არავინ მოახდინა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ ჩვენგან შეიტყვეს და კომპანიის ტექნიკური ჯგუფი დაზიანებულ ადგილზე სარემონტო სამუშაოებს უახლოეს საათებში განახორციელებს.
XVII მიკრო-რაიონის, XIII კორპუსის მცოვრებლებს მეოთხე დღეა ეს პრობლემა აწუხებთ.