2019-12-08 12:32:06
ხანძრის შედეგად რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარედ ხის კოტეჯი დაიწვა.
ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა და მალევე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი.
დამწვარია ხის კოტეჟი და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხმელი ბალახი.
იყო საშიშროება რომ ცეცხლი ტყის მიმართულებით გავრცელებულიყო თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.