თბილისში სხვადასხვა ბიჟუტერიის მაღაზიაში ნაყიდ 29 დასახელების სამკაულიდან, 12 ნიმუში ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ავრცელებს.
სამკაული კადმიუმისა და ტყვიის შემცველობაზე შესამოწმებლად აშშ-ის ლაბორატორიაში გაიგზავნა.
"კვლევის შედეგად, 12 ნიმუში არ შეესაბამება ევროკავშირში არსებულ მოთხოვნებს. ზოგიერთ მათგანში კადმიუმის ან ტყვიის შემცველობა რამდენიმე ათეულჯერ, ან ასეულჯერ აჭარბებს დაშვებულ ნორმებს, ხოლო ზოგიერთში იმდენად მაღალია, რომ ლაბორატორიის მოწყობილობამ ოდენობის ზუსტი გაზომვა ვერც კი შეძლო (ასეთი შედეგები ლაბორატორიის ოქმებში აღნიშნულია სიტყვით „Saturated“)", - წერია momxmarebeli.ge-ს ოფიციალურ განცხადებაში.
დარღვევები აღმოჩნდა:
საყურე Fashion Jewellery
სამაჯური Yan er mei
საყურე SPKK
საყურე Fashion
საათი MEMA
სამაჯური Fashion Jewelry
საყურე Fashion Mrk
სამაჯური Gini Bileklik
სამაჯური Fashion Jewelry
ყელსაბამი Ece Boncar Accessories
საყურე Ka Di Sha Jewelry
სამაჯური Dimond