სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა.
61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
მეზობლების თქმით, მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო, ქმარი ცოლს დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.
ფოტო არასახავს რეალობას.