კანონმდებლობის თანახმად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულნი არიან საკუთარი სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა თავადვე უზრუნველყონ, თუმცა ცენტრალური გზის შუა გამყოფ ზოლზე, განათების ბოძებს სააგიტაციო მასალისგან, პოლიტიკური სუბიექტების ნაცვლად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ასუფთავებენ. სამსახურის ხელმძღვანელის ბადრი მოდებაძის თქმით, მისი თანამშრომლები ეტაპობრივად სხვა მისამართებზეც გადაინაცვლებენ და ქუჩებს სააგიტაციო მასალისგან რამდენიმე დღეში დაასფთავებენ.