ხანძარი ადმინისტრაციულ შენობაში

2019-11-23 19:02:06

ხანძარი გაჩნდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობას, სადაც ასევე სოფლის კლუბიცაა განთავსებული ცეცხლი გაუჩნდა.

ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.