ხანძარი იყო, გუშინ გვიან ღამით მე-16 მკ/რ-ს ერთ-ერთ სადარბაზოში. ცეცხლი სადარბაზოში დატოვებულ სარემონტო სამუშაოების ნარჩენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა. სადარბაზოს მაცხოვრებლების ინფორმაცით, ხანძარი გაჩენა სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია.