ავარია მსხვერპლით დასრულდა

2019-11-13 20:25:24

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო 3 დაშავდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთერთი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებაზე გადავიდა, პირდაპირ დაეჯახა მომავალ მანქანს რის შემდეგაც ინერციით მესამე მანქანას დაეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს".