რუსთავში სააფთიაქო ქსელმა "იმპექსმა" 2 ახალი ფილიალი გახსნა. ® [ვიდეო/video]
"იმპექსი" ორიენტირებულია შექმნას თანამედროვე კონცეფციის აფთიაქები, კლიენტზე მორგებული პერსონალიზებული მომსახურებით, მედიკამენტების და პარაფარმაციის ფართო ასორტიმენტით, მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით.
აფთიაქის კონცეფცია ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა და 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება:
ბავშვთა სივრცე, სილამაზის კუთხე და მედიკამენტების ზონა. ზოგ ფილიალში ასევე განთავსებულია კოსმეტიკის კუთხე, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება პერიოდულად ისარგებლოს შემოთავაზებული ბლიც-მაკიაჟების უფასო სერვისით.
დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუაებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან.
"მოხარული ვარ, რომ იმპექსის სააფთიაქო ქსელს კიდევ 2 რებრენდირებული აფთიაქი შეემატა რუსთავს. რუსთავის მასშტაბით ვგეგმავთ 7 ფილიალის გახსნას, სადაც დავასაქმებთ 70 ადამიანს, ამჟამად კი 20 ადამიანია დასაქმებული. ამ ყველაფერში ჩვენ ხელს გვიწყობს ქალაქის მერია. ჩვენ ვართ განწყობილი იმისთვის, რომ რუსთავის მოსახლეობას შევთავაზოთ საკმაოდ დაბალი ფასები რითაც იქნება ჩვენი ქსელი გამორჩეული" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას "იმპექსის" დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა დავით კოხრეიძემ განაცხადა.
ამჟამად კომპანია რებრედინგის პროცესშია და ეტაპობრივად განახლებული იერსახით წარმოჩინდება ფარმაცევტულ ბაზარზე იმისთვის, რომ მომხმარებელს შესთავაზოს მამოტივირებელი გარემო და მომსახურეობა, რომელიც იქნება ბრენდის დაპირების და სლოგანის შესაბამისი: განეწყვე სიცოცხლისთვის, სილამაზისთვის, ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ დატვირთვას ატარებს აფთიაქებში სანავიგაციო სისტემასთან განთავსებული მესიჯ-ბოქსები, რომელიც მომხმარებლის მოტივაციას და მათთვის პოზიტიური განწყობის შექმნას ისახავს მიზნად.
სააფთიაქო ქსელი "იმპექსის" ოფიციალურ გახსნას ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში სააფთიაქო ქსელი "იმპექსის" ორი ფილიალი გაიხსნა, ერთი ფილიალი შარტავას გამზირზე, სუპერმარკეტ მადაგონის კომპლექტში მდებარეობს, მეორე კი XIX-მიკრო რაიონში.